იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ მოდის მნიშვნელობა და ღირებულება, საჭიროა გავეცნოთ მის ისტორიას, რომელიც საწყისს პრეისტორიული ხანიდან იღებს. რა თქმა უნდა, ქვის ხანის ადამიანს ტანსაცმლის სითბო და კომფორტი უფრო ანაღვლებდა, ვიდრე მისი ატრიბუტები, თუმცა ჩვენამდე არაერთი ქვისა და ხის სამკაულებმა, ლამაზი ორნამენტებით გაფორმებულმა ტყავებმა მოაღწიეს, რაც არაერთხაზოვნად მიუთითებს, რომ მისწრაფება მშვენიერისა და საუცხოოსკენ ტანსაცმელში ჩვენ შორეულ წინაპრებსაც გააჩნდათ.

უძველესი ხალხები, ასე თუ ისე, დიდ ყურადღებას უთმობდნენ თავიანთ გარეგნობას. ყველა კულტურასა და ეთნიკურ ჯგუფს გააჩნდა მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ტანსაცმელი, თმის სტილი, მაკიაჟი და აქსესუარები. ტანსაცმლის სტილისა და ფორმის მიხედვით ადამიანები, როგორც ქონებრივად, ასევე წოდებრივადაც იყოფოდნენ. ხოლო, მას შემდეგ რაც ეგვიპტეში პირველად გამოჩნდა ქსოვილები, ძაფები და დაზგები ტანსაცმლის შესაქმნელად მოდის ისტორია იწყებს სწრაფ ევოლუციას.
პირველი "მონარქები" მოდის არიან ცეხები და კლანები საფრანგეთსა და იტალიაში. ამ ქვეყნების მკერავები არიან ნამდვილი ხელოვანები, რომლებიც მუდამ ეძებენ და ქმნიან ტანსაცმელს, რომელიც არის როგორც კომფორტული და ელეგანტური, ასევე მოდური და ლამაზი. თუმცა შუა საუკუნეებში მოდას რთული პერიოდი აქვს. ამ ბნელ და პრობლემატურ დროში არასტანდარტული, განსხვავებული ტანსაცმელი მიუღებელი იყო. ხელოვნება, ლიტერატურა, მეცნიერება და , რა თქმა უნდა, მოდაც ეშმაკის "მაქინაციებად" ითვლებოდა, რომელიც აშორებდა ადამიანს ლოცვისა და ეკლესიისგან და ამიტომაც ზემოთ აღნიშნული საქმიანობები ისჯებოდა ინკვიზიციით.
აღორძინება და აყვავება სტილის, მოდისა და სილამაზიის კონცეფციის ჩამოყალიბება ხდება რენესანსის პერიოდში. ჩნდება ცნება სადღესასწაულო ტანსაცმლის და იქმნება ქალის საცვლები. გარდა პოპულარული აბრეშუმისა მოდაში შემოდის ბარხატიც. კაბის ამონაჭერი და დეკოლტე თანდათანობით უფრო დიდი და ღმა ხდება. პირველად კარკასზე ჩაცმული კაბა ჩნდება საფრანგეთის სამეფო კარზე. ხოლო მამაკაცებისთვის იქმნება შლაპა ბუმბულებით.
მოდის ისტორიას, ისევე როგორც ნებისმიერ ისტორიულ პროცესს ახასიათებს სპირალური განვითარება და მოძრაობა. გადასვლა ღია, გამომწვევი ტანსაცმლიდან ბერ-მონაზვნის მსგავს ტანისამოსზე და პირიქით, პერიოდულად და სისტემურად ხდებოდა. ფერად, მრავალმხრივ გაფორმებულ და ღია მოდელებს ცვლის მკაცრი და მოკრძალებული. 16 საუკუნის ბოლოს ფაქტობრივად მოდის ისტორიაში შემოიჭრა ახალი ქვეყანა - ინგლისი, რომელმაც შემოიტანა ასკეტური სტილი.
სამაგიეროდ ვენეციაში ამ პერიოდში იქმნება პირველი ფეხსაცმელები ქუსლებზე. 3 საუკუნის განმავლობაში, მე-17-დან მე-19-ს ჩათვლით, მოდის ისტორია ვითარდება სამი ფავორიტი ქვეყნის პერიოდული ცვლილებით. პირველობა და მოდის კანონმდებლობის უფლება გადადის საფრანგეთიდან იტალიასთან, იტალიიდან ესპანეთთან და ისევ საფრანგეთთან. ყველაზე მნიშვნელოვან თარიღებად თამამად შეგვიძლია დავასახელოდ 1880 წელი - პირველად შეიქმნა კორსეტი და 1883 წელი, როდესაც დაიბადა "მუზა" - კოკო შანელი. ქალღმერთი და უბრალოდ ნიჭიერი ქალბატონი, კოკო დღემდე ითვლება სიმბოლოდ და ეტალონად მოდისა და სილამაზის ცნების.
20 საუკუნეში მოხდა გარდატეხა მოდაში, რასაც ხელი შეუწყო არა მარტო ისეთი გენიოსის გამოჩენამ, როგორიც იყო შანელი, არამედ I და II მსოფლიო ომებმა. ამ პერიოდში პირველად გამოჩნდა ქალი შარვლით.
დღეს მოდა ყველა ქვეყანაში ცხოვრობს. საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, იაპონიაში, ამერიკაში, რუსეთში, ინგლისში, საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობენ დიზაინერები, რომლებსაც არ ეშინიათ ექსპერიმენტების, რომლებიც თავიანთი მოდელებით იბრძვიან უსისხლო ომში, სადაც ყოველთვის ხელოვნებაა გამარჯვებული. ყოველ წელს მოდის ცნობილი სახლები, აღიარებული თუ დამწყები დიზაინრები წარმოუდგენენ მსოფლიოს თავიანთ ქმნილებებსა და მიღწევებს, რომლებშიც ჩანს არამარტო ფანტაზიის ფრენა, ასევე მეცნიერული მიღწევები, სოციალური ტენდენციები ყოველი ახალი სეზონის.
დასკვნაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდა არამარტო ერთი კონკრეტული პიროვნების ხასიათისა და მისწრაფებების, აზროვნებისა გა განვითარების გამოხატულებაა, არამედ სოციალური მოვლენაა.




Комментариев нет:
Отправить комментарий